პოლიტიკა

გუგავა: ზოგი სექსს ეძებს არჩევნებში და ზოგი სხვა რამეს

წლევანდელი არჩევნები გადარჩენის არჩევნები იქნება, – აცხადებს „ლეიბორისტების“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც „წლევანდელი არჩევნები, სექსი არჩევნები არ იქნება“. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მან არ იცის, ვინ როგორ უყურებს და აღიქვამს არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს. 

„არ ვიცი, ვინ რას ეძებს, ზოგი სექსს ეძებს არჩევნებში და ზოგი სხვა რაიმეს, მაგრამ ჩემთვის ეს არჩევნები ქვეყნის გადარჩენის არჩევნები იქნება. მე ასე ვუყურებ არჩევნებს. ვინ როგორ უყურებს არ ვიცი, ვის რა ასოციაცია უჩნდება, ეს მის ფანტაზიაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს გუგავა. 

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ “ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ „ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები“. 

კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავა იხსენებს 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდს და აღნიშნავს, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაერთიანება შეძლო.

„მაგალითად, იგივე 2003 წელს რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით. ეს იყო სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. რამე ელიტას კი არ წარმოადგენდნენ, რეალურად საზოგადოებას წარმოადგენდნენ, ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ ოცდაშვიდი პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოყვა მერე რევოლუცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,774 ნახვა