პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ მოწვევის და ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საპარლამენტო დიპლომატია და ამ მხრივ ყველა ფორმატს ძალიან აქტიურად ვიყენებთ

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მოწვევის და ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საპარლამენტო დიპლომატია და ამ მხრივ ყველა ფორმატს ძალიან აქტიურად ვიყენებთ და თქვენც ადევნებთ თვალს, რომ პარლამენტი საერთაშორისო პლატფორმებზე კომუნიკაციით არის გამორჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანგარიშით წარვდექი იმ მუდმივ მოქმედ საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. კერძოდ, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში და ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპარლამენტო ასამბლეის ქვეყნების დელეგაციები. როგორც იცით, შარშან იყო ძალიან აქტიური ჩვენი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში, სხვადასხვა ქვეყანასა, თუ დედაქალაქში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ათობით შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარეებთან, დელეგაციებთან. საპარლამენტო ასამბლეებში მონაწილეობის და საპარლამენტო დიპლომატიის რამდენიმე მიზანი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და გაცნობა ჩვენი კოლეგებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც არ გვაქვს გეოგრაფიულად დიპლომატიური წვდომა და ასეთი ასამბლეები იძლევა მხოლოდ შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უშუალო კონტაქტი. სწორად ვიყენებთ ამ ფორმატებს, რომ ავუხსნათ მათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის და არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგისთვის, არამედ მათთვისაც, ვინაიდან საერთაშორისო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საბოლოო ჯამში აზიანებს ყველა ქვეყანას. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამაში. ზოგადად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მოწვევის და ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საპარლამენტო დიპლომატია და ამ მხრივ ყველა ფორმატს ძალიან აქტიურად ვიყენებთ და თქვენც ადევნებთ თვალს, რომ პარლამენტი საერთაშორისო პლატფორმებზე კომუნიკაციით არის გამორჩეული და მინდა პარლამენტის ყველა წევრს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ჩართულნი არიან საპარლამენტო დელეგაციებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,004 ნახვა