უცხოური მედია

რუს მაღალჩინოსნებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

მისი თქმით, პარიზის ინტერესებში აღარ არის რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსიების წარმოება, რადგან მოსკოვი ამახინჯებს ასეთი დიალოგის შინაარსს.

„ჩვენს ინტერესებში არ შედის რუს ოფიციალურ პირებთან რამე დისკუსია, რადგან გზავნილები ​და კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება, ტყუილია“, – აღნიშნა სეჟურნემ.

სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს.

„მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის ალბათ საჭიროა ჯერ ნდობის დამყარება და, პირველ რიგში, უკრაინის სამხედრო ფრონტზე განვითარებული მოვლენების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის“, – დასძინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,607 ნახვა