უცხოური მედია

ISIS იმუქრება, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩებზე ტერაქტებს მოაწყობს

მედიაცენტრმა „ალ-აზაიმმა“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ს ეკუთვნის, გამოაქვეყნა მუქარის პლაკატები, რომელზეც ჩამოთვლილია 4 სტადიონი – მადრიდის „მეტროპოლიტანო“, ლონდონის „ემირეიტსი“, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბუე“ და პარიზის „პარკ დე პრენსი“. პოსტერის ქვემოთ წარწერაა- „დახოცეთ ყველა“.

გამოცემა აზუსტებს, რომ ესპანეთის ხელისუფლება საქმის კურსშია, სტადიონებზე კი, სადაც საფეხბურთო მატჩები გაიმართება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 30 მარტს ასევე გავრცელდა ინფორმაციამიუნჰენის სტადიონზე „ალიანს არენაზე“ ტერაქტის მოწყობის შესახებ. აქ „ბავარიასა“ და „ბორუსიას“ შორის მატჩი იმართებოდა. 

9 აპრილს მადრიდში „რეალ მადრიდი“ და „მანჩესტერ სიტი“ ითამაშებენ, ლონდონში „არსენალი“- „ბავარია“. 10 აპრილს დაგეგმილია კიდევ 2 მატჩი- „ატლეტიკო“ და „ბორუსიას“ შორის. ასევე „ბარსელონასა და „პსჟ“-ს შორის.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,607 ნახვა