პოლიტიკა

ლალი მოროშკინა- არავის ეგონოს, რომ ამდენი ქართველის წარმატება სპორტში უბრალოდ ვარჯიშის ამბავია

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„სულთმეფენობაა, ხვამლობაა, ღვთის სიყვარულია და ცხადია გამარჯვებაც მოდის!

არავის ეგონოს, რომ ამდენი ქართველის წარმატება სპორტში უბრალოდ ვარჯიშის ამბავია. ვულოცავ მერაბს და ყველა ქართველ სპორტსმენს უპრეცედენტო წინსვლას!

როგორც ერი ღმერთთან დაბრუნდა, მისი პატივისცემა და მისი დიდება იწამა, თორემ ყველა ლოგიკით ჩვენი ბუნდღაც არ იქნებოდა. ეს ჩვენი ჯილდოა უმაღლესი გონისგან.

აბა გავიხსენოთ, როგორ მოვიქეცით ავად სახსენებელი პანდემიის დრო?

-არ დავხურეთ ეკლესიის კარი!

-აბა როგორ მივიქეცით ორ ძმას შორის ქრისტიანების გამანადგურებელ ომში?

– დავეხმარეთ ლტოლვილებს, მაგრამ არ ჩავერიეთ სხვის ომში.

– აბა როგორ მოვიქეცით ლგბტ პრაიდების მიმართ?

– არ მივიღეთ!

დღეს ნახევარი მსოფლიო იწვის და ინგრევა, საზარელი პროგნოზები კეთდება 2025-2007 წლებზე!საზარელი!!!!! ნგრევა, წყალდიდობები, ომები, მიწისძვრები, ღვთის რისხვაა კარს მომდგარი!

ჩვენ, ქართველებს გენეტიკური მეხსიერება გვაქვს გადარჩენის, უჩინმაჩინის ქუდის და ნაცარქექისეული სიბრძნის გამოყენების.

საქართველო გენიოსი მმართველების, მეფეების მხედართმთავრების და მეცენატების სავანე!

რა გავაკეთოთ?

ვილოცოთ, ბავშვები მოვნათლოთ, ქართული ენა გავწმინდოთ და გავბრწყინდეთ“,-წელს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა