სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრნენ.
მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს და მოუწოდეს, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. უწყებამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ გზა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირი აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილეს აქვს გადაკეტილი .