პოლიტიკა

ლალი მოროშკინა- დროა შეიქმნას კრიზისული საბჭო!

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ნატოს დაისი”.

დროა შეიქმნას კრიზისული საბჭო!

ისრაელი გუმბათის იმედად დარჩა????? სამწუხაროა, რომ ეს მაღალტექნოლოგიური ზღუდეც უძლურია დიდი შეტევების დროს. მშვიდობის ფასს ახლა მაინც ხომ გაიგებს ჩვენი შიდა მტერი,თუ ისევ გაგვაბრუებს დოლით და სასტვენით?

ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი ქმედების აკრძალვა, ახლა უკვე შესაძლებელია შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე იმედია შსს მიმართავს ყველა კანონიერ ზომას.

ვფიქრობ საჭიროა მაქსიმალურად ბევრი გადაცემა რადიაციულ საფრთხეზე, ასევე როგორ ვიმოქმედოთ, როდესაც ჩვენი ცის კაბადონი გადაივსება ომში მყოფი ქვეყნების ბომბმზიდებით, უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობა დაფრინავს ჩვენს თავზე.

მკაცრი კონტროლი დაწესდეს საზღვარზე და მიგრანტებზე.

მოკლედ მოვიდა დრო, შეიქმნას ძლიერი კრიზისული საბჭო, ექსპერტებით და სამხედროებით დაკომპლექტებული, რომლის სპიკერი ყოველდღიურ რეჟიმში გამართვს პრესკონფერენციებს ომის ვითარების შესახებ.

სამწუხაროა, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ვერ მოასწრო საომარი ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნება .

მშვიდობა მათ!

მოკლედ,თუ ჩვენი მთავრობა, კვლავაც “არაომს” და “მშვიდობა საქართველოს” კურსს მიყვება, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება, შანსი გვაქვს მესამე მსოფლიო ომში ნეიტრალური სტატუსი შევინარჩუნოთ, როგორც ეს შვეიცარიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამისათვის საჭიროა ყველა მეზობელთან, ვიმეორებ ყველა მეზობელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება!!!! ეს გაგვაძლიერებს და გაგვამდიდრებს. ამისათვის აუცულებელია ზევით ჩამოთვლილი ქმედებების განხორხიელება.

მშვიდობა ცასა და მიწაზე და ლოცვების გაძლიერება.

P.S.წარმოდგენაც არმინდა რა მოხდებოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით…

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა