მომღერალი ძმები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ბოლო ორი დღეა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. იმ დღეს როცა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გახდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი.
ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს – “თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… “სირცხვილიას” გოგოებო, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია”, – ნათქვამი იყო “ჭოხოების” განცხადებაში (წაიკითხეთ ვრცლად)
- ძმების ამ განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და მათ ამ განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა: “მადლობა ბიჭებო და იცოდეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
- ჭოხონელიძეებმა კი ნანუკა ჟორჟოლიანს ასე უპასუხეს:
- ჭოხოების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს:
- პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!
- ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!
- უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.
- ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა
- თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე!ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!
- კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!”, – ნათქვამია “ჭოხოების” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.