იმედია, მომავალ თვეში საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ვიზიტით თურქეთს. ამგვარად, კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის, – ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა, ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში.
„იმედი მაქვს და სურვილს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო დააჩქარებს, უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს ურთიერთობებს. ვსარგებლობ ამ საშუალებით და ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან“, – განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
Facebook Comments Box