პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის და თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა