პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი, დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა, ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე წარადგინა.

მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ნამდვილ ჩემპიონს წარადგენს, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.

„ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა