პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ლაშა ცანავაზე: მას არავინ დაუშანტაჟებია, სერვისები შესთავაზა ადამიანს

ოპოზიციონერი აქტივისტის, ლაშა ცანავას დაკავებას ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, აუცილებლად კარგად უნდა გავიზაროთ ლაშა ცანავას დაკავების ამბავი.

„ანუ რა გაირკვა:

ცანავა დაიჭირა სუსმა და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მსგავსი დანაშაული სუსის ქვემდბარე საერთოდ არ არის.

მას ედავებიან დიდი რაოდენობი ფულადი სახსრების დაუფლებას. ეს დიდი რაოდენობით თანხა არის 5600 დოლარი (!)..

ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბუთების მოწერიგებაში და სერვისებში იღებდა გასამრჯელოს. ათასობით ადამიანია ამ საქმით დაკავებული. ნოტარიუსი, იუსტიცია, მიყვანა -მოყვანა, დახვედრა აეროპორტში, გიდობა და ა შ.

მას არავინ დაუშატაჟებია, არავისზე უძალადია, არც მუქარა ყოფილა. სერვისები შესთავაზა და ადამიანი დათანხმდა, რომელიც სუსის პროვოკატორი ყოფილა.

დანაშაული არ არსებობს, მაგრამ ამ კაცს, რომელიც ოჯახს არჩენდა, 9 წლამდე პატიმრობას უსჯიან.

ცანავა რომ ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას და ხაბეიშვილს არ გაკარებოდა – არც არავინ დაინტერესდებოდა მისით.

დარწმუნებული ვარ, დაკავებამდე სუს-ის შანტაჟიც იყო. იმედია, იტყვის.

7-9 წელი თავისუფლების აღკვეთა.

ყველა პატიმარი მნიშვნელოვანია!“,-წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, სუს-მა ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავა. ის უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა