პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ვვარაუდობ, რომ ლაშა ცანავას პატიმრობას მიუსჯიან, ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც, თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ

ვვარაუდობ, რომ ლაშა ცანავას პატიმრობას მიუსჯიან. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც, თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხებეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცანავა სასამართლოში სიმართლეს ისაუბრებს, რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.

„ლაშა პატრიოტია. საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა, სწორედ ამიტომ დააკავეს, უნდათ, ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ „ტიტუშკას“ მომიგზავნიან.

დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე, რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.

ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით, არ სურთ, ჩემ გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც, თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ. ბოდიში და, ჩემ გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან – ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. ჩვენ ბევრნი ვიქნებით. ამას ყველა ნახავს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა