პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გვახსოვს რა დღეში იყო ოპოზიცია, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზეო- აჰა, აუსრულდათ სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად

გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასმთვრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან და ცესკო-სგან სრული მზაობა და გამჭვირვალობაა არჩევნების ჩასატარებლად, საკითხავი კი ისაა, თუ შემდეგ კიდევ რა მიზეზს მოიგონებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასმთვრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად. რატომაც არა, ცესკო ტექნიკურად სრულად გამართულია არჩვენების ჩასატრებლად, გამჭირვალეობა და ღიაობა კი ისედაც არ აკლიათ. ასე რომ “პრობლემას” არვის არ ვუქმნით, პირიქით ხელისუფლებიდან და ცესკოდან მაქსიმალური ხელშეწყობაა არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად, აი, მერე რა მიზეზე მოიგონებ ეს უკვე ნაცნობი და ძალიან გაცვეთილი იაფ ფასიანი სცენარია“,- წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა