Uncategorized

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლას კიდევ ორი-სამი წელი შეძლებს

უკრაინა რუსეთთან ბრძოლას „კიდევ ორი-სამი წელი“ შეძლებს, – დარწმუნებულია ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები „10 წელი არ გაგრძელდება“, თუმცა კიევი მზად არის, „კიდევ ორი-სამი წელი იბრძოლოს“. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, რომელიც მან The Sunday Times-თან ინტერვიუში თქვა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გადმოსცა.

პოლონეთის პრემიერმა დასძინა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უკრაინა „გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ამასთან, მან განმარტა, რომ მართალია რუსეთი ეკონომიკურ პრობლემებს აწყდება, მათ შორის აშშ-ის ახალი სანქციების გამო, მაგრამ ამან მოსკოვის სამხედრო შემართება არ შეასუსტა.

ამავე დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოესი კვირის ან 10 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მზადდება. მისი თქმით, გეგმა „მსურველთა კოალიციის“ მიერ იქნება შემუშავებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა