“ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი წერს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროდან წერილი მიიღო და ჯარიმების გადაუხდელობის გამო, სახლში ნივთების აღწერას ითხოვენ.
ჟურნალისტის თქმით, მისი შვილი ორჯერ დააპატიმრეს და თან მრავალი ათასი ჯარიმაც გამოუწერეს.
„აღსრულების ეროვნული ბიუროდან მივიღეთ წერილი.
ჩემი შვილი რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა, თან მრავალი ათასი ჯარიმაც გამოუწერა და ამ ჯარიმებს რომ არ იხდით სახლში ნივთები უნდა აღვწეროთო. დათა რომ დაიბადა მაშინ ნათესავებმა ფული გვაჩუქეს და ვიყიდეთ სარეცხის მანქანა და მაცივარი, რომელიც მრავალჯერ შევაკეთეთ ამ 20 წლის განმავლობაში და ეგ ნივთები უნდა გავატანო,- წერს ქაშიაშვილი.
Facebook Comments Box











