Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი: სტრუქტურები, რომლებიც პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესს წინასწარ აკრიტიკებენ, არიან ის სტრუქტურები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოში 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის აქციას

სტრუქტურები, რომლებიც პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესს წინასწარ აკრიტიკებენ, არიან ის სტრუქტურები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოში 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის აქციას, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული სტრუქტურები ყოველ ჯერზე მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას და ათასგვარ ასეთ ხასიათის აქციებს ატარებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„ეს ის ძალებია, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მიუხედავად ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნებისა, მაინც ჯერ-ჯერობით ვერ აღიარებენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება და მათი მხრიდან წამოსული მწვავე კრიტიკა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა