Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ არ განაცხადოს, თითქოს საქართველო შავი ხვრელია, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიიღებენ დავალებას, რომ ხელისუფლების გაშავების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილი შეაფასა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სანქციების აღსრულების გამო მიღებული შექება ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ დროებით გააჩუმებს და ახალი დავალების მიღების შემდექ ისინი ქვეყნის გაშავებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებას კვლავ დაიწყებენ.

„დაახლოებით 2 წლის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოში ჩამოსულმა სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს სწავლობდა ქვეყანაში. მაშინ ამ მისიის დასკვნა იყო ანალოგიური – ცალსახა და დადებითი შეფასება. მაშინ ამან ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალა, რომ გაეგრძელებინათ საქართველოს დადანაშაულება, თითქოს საქართველო შავი ხვრელია. რა თქმა უნდა, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ ასეთი განცხადებები არ გააკეთოს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიიღებენ დავალებას, რომ საქართველოს ხელისუფლების გაშავების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მადლობის წერილი მიიღო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა