პოლიტიკა

“ლელო” რომ შემოსულიყო პარლამენტში, მათი ამოღებაც მოგვიწევდა სარჩელიდან“ – ირაკლი კობახიძე 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ლელო- ძლიერი საქართველო” პარლამენტში რომ შესულიყო, ასაკრძალია პარტიების სიაში არ მოხვდებოდა, ისევე როგორც გახარიას პარტია არ მოხვდა.

“ლელო” დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც – ამბობს პრემიერი.

საართლებრივად არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები იყოს დანაშაულებრივი.

ლელო დარჩა საბოტაჟის რეჟიმში… მაგალითად, ლელო რომ შემოსულიყო პარლამენტში, თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და რომ შემოსულიყო პარლამენტში, ლელოს ამოღებაც მოგვიწევდა ამ სარჩელიდან, თუმცა დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა