საქართველოში არაერთი მედია სწორედ „დიფ სთეითისგან“ კონტროლდება და ესეც რომ არა, რამდენსაც უნდათ, იმდენს დააფუძნებენ, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, „დიფ სთეითისთვის“ პრობლემურია ის, რომ საქართველოში მათი ინტერესებისგან განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითი” ცდილობს, თავისუფალი სიტყვა და აზრი, მედიის მიტაცებად გაასაღონ.
შათირიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწააღმდეგო კანონების შესახებ სასურველი ნარატივის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია და აზრი არსებობს.
“სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრი, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, მედიის მიტაცებად ცდილობენ გაასაღონ.
საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ რომ პრობლემაა, ამაზე მეტყველებს ის პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარდა, როდესაც ვერ შეძლეს ქართული საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მოტივით მიღებული გამჭვირვალობის კანონი – „რუსული“ იყო, ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს – ადამიანის უფლებებს ლახავდა. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ამ აბსურდის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და აზრი. ამიტომაც შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი ზემოაღნიშნულ სიაში.” – წერს შათირიშვილი











