პოლიტიკა

მეგი გოცირიძე- დაუსრულებელ ჯოჯოხეთს, ჯობია ჯოჯოხეთური დასასრული და რა გახდა ბოლოს და ბოლოს, გასვლა და ჯოჯოხეთის ცეცხლის აგიზგიზება ჩვენი სამშობლოს გასანათებლად?

„ნაცმოძრაობის“ წევრი, ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ფაქტია, ასიათასობით გაბრაზებული ადამიანი ეკრანებთან ვსხედვართ, ვუყურებთ სამოქალაქო გმირობის მაგალითებს და არაფერს ვაკეთებთ, ვუყურებთ და თხემით- ტერფამდე ვგრძნობთ ერთ მუჭა გოთვერნებს , თავზე როგორ გვაქაქებენ და სახეში გვაფურთხებენ!

მე არ შემიძლია ტროტუარზე დგომა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დამარტყამს რაღაც მომენტში თავში, გზის გადამკეტ გმირებს შევუერთდები და აუცილებლად დამიჭერენ, რასაც ვერ გავაკეთებ, ვერ დავაჭერინებ თავს, არ შემიძლია ! ვფიქრობ საკმარისია ამხელა მსხვერპლის გაღება სამოქალაქო გმირების მხრიდან!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ვერც ისინი გვასრულებენ და ვერც ჩვენ რომ ვერ ვასრულებთ, ესეც ფაქტია, ისიც ფაქტია, რომ გვყავს ასობით ნაწამები პატრიოტი, ათობით სინდისისა და პოლიტპატიმარი, რომლებიც მონაცვლეობით თავისით გამოდიან უჩვენოდ და ზოგიც გაისად, ისედაც გამოვა, ზოგი 10 წლის და ზოგიც 2_3 წლის შემდეგ ისე, რომ თვალებში ვერ ჩავხედავთ რეჟიმის მიერ დაბრმავებულ მზიას, ეტლს რომ მიაჯაჭვეს ისეთი პატიმრებიც გამოვლენ ოდესღაც, ოღინდ ეტლით და ა.შ. გასაგებია, ნერვების ომი მოვუგეთ, მაგრამ ათასობით შეურაცხყოფილი, ნაცემი, დაჭერილი და ნაწამები ჩვენს მხარეს არის, მათგან კი არცერთს არ ჩამოვარდნია თმის ღერი.

ჰოდა , თუ არ დავორგანიზდებით და არ გავალთ ყველანი ქუჩაში , არ დავასრულებთ ამ მარაზმატიკებს , ერთ წლიანებში გაგვიშვებენ ყველას, იქვე პროვოკაციებს მოგვიწყობენ , დაგვიმატებენ, რეფერენდუმსაც ჩაატარებენ , არჩევნებსაც და აქეთ დაგვასრულებენ!

დაუსრულებელ ჯოჯოხეთს, ჯობია ჯოჯოხეთური დასასრული და რა გახდა ბოლოს და ბოლოს, გასვლა და, ჯოჯოხეთის ცეცხლის აგიზგიზება, ჩვენი სამშობლოს გასანათებლად?!

პ.ს. სად არის #ცეცხლიოლიგარქიას ?

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა