პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმიანება და დასავლეთის მიდგომებში ორმაგ სტანდარტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, როდესაც ამერიკა საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე რუსულ საწვავს ბაზარზე უშვებს, ეს პრაგმატულ გადაწყვეტილებად აღიქმება, ხოლო საქართველოს მიერ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვას ბრიუსელი აკრიტიკებს.

„საათნახევარი გაგრძელდა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების გუშინდელი სატელეფონო საუბარი. რა თქმა უნდა – უკრაინა, რა თქმა უნდა – ირანი. მაგრამ, ამასთანავე – პრაგმატიზმიც. აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოში შექმნილი საწვავის უკიდურესი დეფიციტის გამო – გაუხსნა რუსულ საწვავს ამერიკული და მსოფლიო ბაზრები. ანუ, რა გამოდის – როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია. როდესაც საქართველო რუსულ ნავთობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ამუშავებს, ბრიუსელიდან სანქციების მოთხოვნები ისმის. ყულევშიც ამოვიდა უკვე და ყელშიც ეს კატასტროფული ანტიქართული უსამართლობა. ამერიკელები დოლარებს ითვლიან, რუსები – რუბლებს და საკუთარ მომხმარებელზე და მწარმოებლებზე ფიქრობენ. ევროპელი ჩინოვნიკები კი საქართველოს არარსებულ პრინციპებზე ლექციებს უკითხავენ. გამოდის, საინტერესო არითმეტიკა: ძლიერებს საკუთარი ეკონომიკის დაცვა შეუძლიათ, სუსტებს კი სთავაზობენ, სხვისი პრინციპულობის საფასური საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ. და არავის არ უნდა გულწრფელად აღიაროს, რომ დღევანდელი დასავლეთი აღარაა მონოლითური – დღეს ვაშინგტონი და ბრიუსელი განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ.

პრობლემა ისაა, რომ დიდი სახელმწიფოების საკუთარი ინტერესების დაცვა სახელმწიფოებრივ სიბრძნედ ცხადდება, ხოლო პატარა ქვეყნის მცდელობა, დაიცვას საკუთარი ეკონომიკა, პოლიტიკურ უკმაყოფილებას იწვევს. სუვერენიტეტი თითქოს ყველას თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ ზოგს მისი გამოყენება შეუძლია, სხვებს კი ამისთვის ლიცენზიის მიღება სჭირდებათ. რის ხარჯზე? რა თქმა ლგბტ დღის წესრიგისთვის და ენჯო-სექტორისთვის ფარული ფინანსური შლუზების გახსნის საფასურად – ამ შემთხვევაში ყულევი ვიღას გაახსენდებოდა? სწორედ ამიტომ არის ამერიკული პრაგმატიზმი ნორმა, ხოლო ქართული – პრეტენზიების მიზეზი. თუ აშშ-ს საკუთარი ბაზრის ინტერესების დაცვა შეუძლია, საქართველოსაც აქვს უფლება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტნიორობა კი არა, გეოპოლიტიკური იერარქიაა: ეროვნული პრაგმატიზმი – ძლიერებისთვის, სხვის ხარჯზე პრინციპულობა კი – დანარჩენებისთვის. ამ ასიმეტრიული მიდგომების მორიგი შაბაში, დიდი ალბათობით 12 ოქტომბერს გველოდება – როდესაც კაია კალასის თავმჯდომარეობით ევროპის საგარეო უწყებების მინისტერიალი მორიგი ჭკუის სწავლებით დაკავდება ქართულ თემატიკაზე, მათ შორის ვისთვის და როგორ ყარს – რუსული ფული და რუსული ნავთობი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.