პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ

რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები წინასაარჩევნო კამპანიაში რომ იყვნენ ნაცმოძრაობასთან ერთად ჩართული, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს კრიტიკის პასუხად ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველო დღევანდელი ევრობიუროკრატიისთვის არაფრის მტკიცებას აპირებს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს პროქსი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათი მარიონეტი, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათთან მონურ მორჩილებაში, რომ რასაც იტყვიან – შენ წახვალ, ჩაერთვები ომში, შენ ამას კითხვის გარეშე უნდა დაემორჩილო, მიიღებ კანონს – უნდა მიიღო, გამოიწვევ ამ კანონს – უნდა გამოიწვიო. არ აინტერესებთ არც სტრასბურგის გადაწყვეტილება, არც ქვეყნის რეიტინგი, ისინი გეუბნებიან ჩვენ ამას ვაღიარებთ ჩვენ თუ ეს მოგვინდა, დღეს ეს არ უნდა. სწორედ ასეთ მიდგომებზე მიუთითებს ბატონი ტრამპი”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ბრიუსელმა კარგად იცის საქმე, რომელსაც საქართველო აკეთებს, თუმცა ამის დანახვა არ უნდა.

“რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას ევროკავშირის მიმართ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ამაში ეჭვი შევიტანოთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ახლაც ვცდით ამ უტიფარ განცხადებებს”, – განაცხადა კირცხალიამ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.