პოლიტიკა

ქეთევან ტურიაშვილი: მომწონს ნაცების ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით – უკრაინა, აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი ელაპარაკებიან რუსეთს. ყველა ყველას ელაპარაკება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გადამწყვეტი ეგ ქვეყანაა, მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუწესოთ სანქციები და ვეომოთ?

კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით,- ამის შესახებ არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი წერს სოციალურ ქსელში. ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა მოლაპარაკებებშია ჩართული რუსეთთან და ამ დროს, საქართველო, რომელისთვისაც ჩრდილოელი მეზობელი ტერიტორიული მთლიანობის გადამწყვეტია, მაინცდამაინც ის არ უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართული.

„კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი კობახიძესთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით. ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ, უკრაინა ელაპარაკება რუსეთს, აშშ ელაპარაკება რუსეთს, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი ელაპარაკება რუსეთს, ჩინეთი ელაპარაკება რუსეთს. ალიევი ყოველ კვირას ხვდება და ფაშინიანი ყოველ შაბათს. ტრამპი მაგას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე მელანიას. ამერიკის თავდაცვის აქტის ნახევარი პუტინის დაწყნარებას ეხება. ჰამასი ელაპარაკება ისრაელს, მოკლედ ყველა ყველას ელაპარაკება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გადამწყვეტი ეგ ქვეყანაა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუწესოთ სანქციები, ჩვენ ვეომოთ, ჩვენ ვაგინოთ და ჩვენ არ ველაპარაკოთ არასდროს ხომ? კაია კალასი დაუბრუნებთ ეტყობა ტერიტორიებს საქმე საქმეზე რომ მიდგეს. ფორუმზე მთლიანად რეგიონის ლიდერები არიან, 50 კაცი ერთად დგას და კობახიძე და პუტინიო ფოტოებს აწერენ. აწერეთ, დიდი ხანია ჩაიარა თქვენმა ავტობუსმა, ღმერთს მადლობა რომ ხალხმა რეალობის გარჩევა ვიცით ზღაპრებისგან, უფრო მეტი ისტერიკაა საჭირო, ეს არ არის საკმარისი“, – წერს ქეთევან ტურიაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.