პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს ჟურნალისტებთან ეხმიანება და აცხადებს, რომ ევრობიუროკრატიას არა მხოლოდ შტატებში, არამედ ევროკავშორშიც აპროტესტებენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ევროკავშირშიც არ მოსწონთ ის, რომ ევრობიუროკრატები ევროპის ცალკეული ქვეყნის მიმართ სახიფათო გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ უკრაინიზაციით ემუქრებიან.

„არათუ აშშ-მა და მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, არამედ თავად ევროკავშირში დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი. იქ აპროტესტებენ არსებულ რეალობას. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ, ისე, რომ შესაძლოა უკრაინის ბედი ბევრმა გაიზიაროს, თუკი მათ ცრუ დაკვეთებს შეასრულებენ. ამის რისკი ჰქონდა საქართველოს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ფსევდო ლიბერალიზმი, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს, საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. „ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ფსევდო ლიბერალიზმმა თავისი თავი ამოჭამა და ის უკვე საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ თავად ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის. ამას ხვდება საზოგადოება და ხვდებიან პოლიტიკური წრეებიც. ფსევდო ლიბერალური მიმდევრობა, რომელიც დაქვემდებარებულია „დიფ სთეითზე“, საკუთარი თავისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, დასრულდება და პროცესი უკვე დაწყებულია. მე მოხარული ვარ, რომ ამას საქართველოში პოლიტიკური წრეები უფრო ადრე მიხვდნენ, ვიდრე ეს დასავლეთის პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დაინახეს და აღიარეს. სწორედ ამ ადრეული მიხვედრილობით ავიცილეთ ჩვენ საფრთხეები, რაც აუცილებლად უკრაინიზაციის გზაზე გაგვიყვანდა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.