პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე- როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

„როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს! იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უცხოპლანეტელები იქნებოდნენ?“- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, იმ ხალხს, ვინც პრემიერის ვიზიტი უარყოფითად შეაფასა, შიში აქვთ, რომ „ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა!“.

„როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს! იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უცხოპლანეტელები იქნებოდნენ? აი, როდესაც სალომია ზურაბიშვილის წყალობით რუსეთს გადაიტანენ ოკეანის მიღმა, მერე სხვა ლიდერები იქნებიან, მსგავს ფორუმზე, პროტოკოლური სურათის გადაღების დროს! რეალობა იცით რა არის? ამათ შიში აქვთ! შიში, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს! მერე უკრაინის ომის გაპრავება, საქართველოში ომის დაწყება და მრავალი წლით მანქურთი აგენტურული ოპოზიციის გაქრობა მომენტალური იქნება! იციან, რომ როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება მისი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა! კი, კი, გეშინოდეთ! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ძალიან მალე დავიბრუნებთ ერთმანეთს!“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.