პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა

გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოფს, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის, „ბლეკ როკის“ მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა,  –  წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, გამოდის, რომ ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. შათირიშვილი კითხვით მიმარათავს დონალდ ტრამპს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის, ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს თუ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს.

„ანუ რა გამოდის – არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს, ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს, ამიტომ მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულმმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.“ – აღნიშნავს შათირიშვილი.

ფილოსოფოსი ცინიზმად აფასებს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის შესახებ, ვინაიდან, სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ მიიყვანა ევროკავშირი დღეს არსენულ ვითარებამდე. 

„ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. „დემოკრატია აღარ არსებობს“, „ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, „ევროკავშირში დიქტატურაა“… გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არც ერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის – ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.