პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა

ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, თითქოს ეს ქვეყანა მისი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდეს? რა უფლებით, რა მანდატით და ვისი სახელით სვამს კითხვას, თუ როგორ ჩაატარებს სუვერენული სახელმწიფო არჩევნებს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა – წერს „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველო არ არის ვინმეს მორჩილი პროვინცია და არც საგამოცდო პოლიგონი უცხო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ყველა უცხოელმა უნდა შეიგნოს.

„ ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, თითქოს ეს ქვეყანა მისი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდეს? რა უფლებით, რა მანდატით და ვისი სახელით სვამს კითხვას, თუ როგორ ჩაატარებს სუვერენული სახელმწიფო არჩევნებს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ალბათ კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, როდის და ვის მიერ მიენიჭა მას ასეთი ზედამხედველობითი ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში იშვიათად მიიჩნევა ნორმად, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური პროცესები უცხო პირების შეფასებისა და დაკითხვის საგნად იქცევა. საქართველო არ არის ვინმეს მორჩილი პროვინცია და არც საგამოცდო პოლიგონი უცხო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ყველა უცხოელმა უნდა შეიგნოს. თუმც ისიც უნდა ვაღიაროთ ვიდრე ქვეყანა არ გათავისუფლდება დღევანდელი ევროპელებისა და ევროკავშირის მიერ თავს მოხვეული ვალდებულებებისა და გარე კონტროლისგან, მათგან მსგავსი თავხედური ტონი ნორმად დარჩება.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.