პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს – გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი

კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა – უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, გახარიას პარტიის წევრებს, რომლებმაც წარმოადგინეს დადგენილების პროექტი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. კირცხალიას განცხადებით, „ გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა“ არის „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური გენეტიკური კოდი.

„როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ და ვახსენებთ დარბევას, საერთოდ შსს-ს რომ ახსენებს გახარიას წარმომადგენლები, კი გაემიჯნეთ რამდენიმე დღის წინა გახარიას, მაგრამ ესეც თქვენი მორალური სახეა იმიტომ რომ, გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი. სხვაგან სად წახვალთ. ამ კლოუნადას როგორ უნდა გავცეთ საერთოდ სერიოზული პასუხი, ამ პოლიტიკურ დაკვეთას, ძალიან სწორად შენიშნეს და გითხრეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ საიდან ჩანს, რომ დადგმული პოლიტიკური სიუჟეტი გინდოდათ გაგეთამაშებინათ დღეს აქ, სწორედ ამ კითხვებისგან, ერთმანეთს რომ უსვამდით. ესეც ღიმილის მომგვრელია და დღესაც გითხარით, რომ ალბათ ახალია თქვენთვის საპარლამენტო ცხოვრება და ასეთ შეცდომას შემდეგი დაკვეთის დროს, იმედია სხვა დროს აღარ დაუშვებთ და კიდევ ერთი კითხვა თქვენგან რომელია სტიპენდიატთან, თქვენი პარტიის თავმჯდომარესთან კონტაქტზე, საიდანაც დაკვეთები მოდის. ცოტა ღრმად ჩაგიშალონ ხოლმე რა უნდა გააკეთოთ , როგორ და რა პასუხები გასცეთ,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. ირაკლი კირცხალია „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს შეახსენებს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი პარლამენტში და როგორ მოიპოვეს 12 მანდატი. „გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ. რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ, არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ, რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე. ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის? თუ გიგაური, ლომჯარია და „სამოქალაქო საზოგადოება”, გახარია და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია, მეგობრებო. კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოდგებით თავისი დესტრუქციისთვის,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.