პოლიტიკა

Dailymail: ბრიტანეთის მოქალაქე ლუკ იარვუდი ანტიიმიგრანტული პოსტის გამოქვეყნების გამო, 18 თვით დააპატიმრეს

„ტვიტერის” მომხმარებელს, რომელმაც ორი ანტიიმიგრანტული შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა და ჯამში მხოლოდ 33 ნახვა დააგროვა, რასობრივი სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – წერს Dailymail-ი. 

36 წლის ლუკ იარვუდს სასჯელი მას შემდეგ მიესაჯა, რაც 2024 წლის დეკემბერში, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პოსტები გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, მისი პოსტების შესახებ პოლიციას მისმა სიძემ აცნობა, რომელთანაც მას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, სიობჰან ლინსლიმ, განაცხადა, რომ იარვუდის „უკიდურესად უსიამოვნო პოსტებს“ არეულობის გამოწვევა შეეძლო. ხოლო დაცვის მხარის ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოსტებს მხოლოდ 33 ნახვა ჰქონდა და ისინი „სოციალურად იზოლირებული ადამიანის უსუსურ და უკონტროლო გამონათქვამებს“ წარმოადგენდა, რომელსაც “რეალურ სამყაროში” არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

გამოცემის ინფორმაციითვე, მოსამართლე ჯონათან ფულერმა განაცხადა, რომ იარვუდის „ოდიოზური“ ტვიტები მიზნად ისახავდა რასობრივი სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წაქეზებას, რის საფუძველზეც მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.