პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ნატოს გაფართოების შესაძლებლობებზე საუბრობს. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს უმთავრესად სჭირდება მშვიდობა და უსაფრთხოება, რომლის გარანტორი არის ქვეყნის ხელისუფლება და არა რომელიმე გაერთიანება.

პარლამენტის დეპუტატის თქმით, ნატოსთან პარტნიორობამ უკვე მოუტანა ქვეყანას დიდი გამოცდილება და საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

„საქართველოს მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხოება და მოცემულ ეტაპზე ამ უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, როგორც ხედავთ, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ნატოსთან პარტნიორობით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მაგალითად, ავღანეთში საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ამას საქართველო აკეთებდა იმისთვის, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაცული ყოფილიყო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.