პოლიტიკა

რუთ ფირმენიხი – ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს

ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებს და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რუთ ფირმენიხმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამის მიზანია საქართველოში რეჟიმის შეცვლა.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ვისაც დემოკრატიის სწამს, დიპლომატიას მიმართავდა და არა რეჟიმის შეცვლას.

„რა მოხდებოდა ბრიუსელში, თუ დემონსტრანტთა ჯგუფი ძალადობრივად შეიჭრებოდა მთავრობის შტაბბინაში? როგორ იმოქმედებდით, თუ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსები თითოეულ პოლიციელს 200 000 დოლარს დაპირდებოდნენ, რომ არ დაემორჩილონ ბრძანებებს? სწორედ ეს მოხდა თბილისში და ამ დარბაზში ამას ზეიმობენ. ეს წარმოუდგენელია. ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს საქართველოს მიმართ და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს, ეს არ ეხება სამართლის უზენაესობას, დემოკრატიას თუ ადამიანის უფლებებს. ეს უბრალოდ და მარტივად გეოპოლიტიკური მიზეზებია. მიზანია რეჟიმის შეცვლა საქართველოში. ევროკავშირი ცდილობს, ახალი ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველები ცეცხლში გააგზავნოს, რითაც განადგურდება ნდობის უკანასკნელი ნაწილიც კი. ისინი, ვისაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სწამს, დიპლომატიას მიმართავდა და არა რეჟიმის შეცვლას“, – აღნიშნა რუთ ფირმენიხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.