პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ ჯერჯერობით ვერ გვხედავს ნატოში, შესაძლოა დროთა განმავლობაში მათი პოზიცია შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან – ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ასეთია ცხოვრება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში გაწევრიანება უკრაინის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ამავე დროს, ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მომავალში აშშ-ის პოზიცია შეიცვალოს, რადგან მსოფლიო იცვლება, “ზოგი ცოცხლობს, ზოგი კი კვდება”.

„შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ვერ გვხედავს ნატოში. სწორად გაიგეთ – ჯერ არა, ვინაიდან, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობითის“ მდგომარეობაშია. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მათი პოზიცია შეიცვალოს. შესაძლოა, ვიღაცამ საბოლოოდ გაიაზროს, რომ უკრაინის არმია მხოლოდ გააძლიერებს ნატოს და არა პირიქით. ეს პოლიტიკური საკითხია, მსოფლიო იცვლება, პოლიტიკოსები იცვლებიან – ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება. ასეთია ცხოვრება.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან უარყო მოწოდებები, გარე ზეწოლის პირობებში კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ უკრაინელი ხალხის პრეროგატივაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.