პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევის გადაჭრა, ასევე ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახალგაზრდული პროექტით „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში წარსდგა და საზოგადოებას მის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროექტი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების ხასიათს ატარებს და მასში ჩართულობის არეალი სულ უფრო ფართოვდება.

„პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევის გადაჭრა, ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია. ასევე, ახალგაზრდების ცნობიერებაში ტრადიციული ღირებულებების სინთეზი თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ, დემოკრატიულ და სუვერენულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის სლოგანია პოეტ დავით მაღრაძის სიტყვები – „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“. პროექტი ატარებს საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების ხასიათს. მოიცავს 4 თემატურ მიმართულებას და 4 საკონკურსო ნომინაციას. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში 20 თებერვალს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება“ ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები. პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხვალ წარედგინება ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო 24 დეკემბერს წარდგენები დასრულდება ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.