პოლიტიკა

ადმინისტრაციული გამჭვირვალობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის  რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.  კვლევა ევროკავშირის  წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხი (გვ 48-49). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზირებულია ევროპის ქვეყნების რეიტინგი. საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი ადმინისტრაციული გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. 

რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს საფრანგეთს, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, სლოვენიას და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ ქვეყანას.

ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში თანაბარი შეფასებით ბოლო პოზიციაზე  მოხვდა უკრაინა, გერმანია და ირლანდია. 

ადმინისტრაციული გამჭვირვალობის ინდიკატორი ძირითადად ეხება საჯარო მეთვალყურეობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ორგანიზაციების საკუთრების მონაცემების, მათი საჯარო კონტრაქტების და მათთან დაკავშირებული აუდიტირებული დასკვნების გამოქვეყნების საკითხი.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ „ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცუდი მუშაობის ახსნა ის არის, რომ გამჭვირვალობაში ინვესტიციები არ ჩადეს. მათ უძრავ ქონებასა და ბიზნესში სერიოზულად შეაღწიეს ოლიგარქებმა და ფულის გამთეთრებლებმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან (როგორც, მაგალითად, Wirecard-ის კოლაფსმა აჩვენა გერმანიაში, რომელმაც გამოავლინა გერმანელი მარეგულირებლების კორუფცია, ასევე რუსულ დაზვერვასთან კავშირი), ამიტომ, ექსპერტთა შეფასებით, საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერების ღიად გამოქვეყნება ამ ქვეყნებისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. მკვლევართათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბანკების საკუთრების გამჭვირვალობის ნაკლებობა, რამაც უკვე გამოიწვია ფულის გათეთრების სანახაობრივი ოპერაციები მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დასავლეთევროპის ბანკები(გვ48)“, -ვკითხულობთ ევროკავშირის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.