პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის განცხადებას, სადაც მეყანწიშვილი აღიარებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს! როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე. აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მეყანწიშვილის განცხადებით, ირმა ინაშვილი აქციებს ტექნიკურ კუთხით ეხმარება, ხოლო თარხან მოურავმა პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა. პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთი რამ: როდესაც პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, პატრიოტიზმის რიტორიკის ფონზე, რეალურად ხელს უწყობს რადიკალიზაციას, ის აღარ მოქმედებს როგორც ოპოზიცია ან ალტერნატიული ძალა, ის რადიკალების მხარდამჭერად და ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლად აღიქმება. სადმე გინახავთ, პატრიოტები რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან? ინაშვილი-მოურავის წყვილი სწორედ ამას აკეთებს, პატრიოტიზმის სახელით, პატრიოტებს ებრძვის.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.