პოლიტიკა

გია აბაშიძე: ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება

x

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება“.

როგორც ანალიტიკოსი წერს, “საგარეო ავაზაკებისგან” დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის პირობებში ეს პირები სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი.

„ღალატი და მექრთამეობა ცალკეულ ექს-ჩინოსნებში კი არაა გასაკვირი, საოცარი და საამაყო ისაა, რომ ამდენ ვერაგულ დარტყმას გაუძლო და გაუძლებს “ქართული ოცნების” მედგარი ხელისუფლება. საგარეო ავაზაკებისგან როგორ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მმართველი გუნდი ჩამოიშლებოდა და აგენტოკრატიის სავასალეთში სარფიან პოზიციონირებას შეინარჩუნებდნენ; ეს არ მოხდება, როცა ქვეყანას მართავს პატრიოტული ბირთვი. რაც შეეხება “ნაცსაბომჟეთის” ცალკეულთა ბრალდებებს, რომ მათ უგვანო აქციებს აფინანსებენ ფსევდოპატრიოტები “პატრიოტთა ალიანსიდან”, არც ეგაა განსაცვიფრებელი – ანგარება და რევანშიზმი ზოგიერთი მარგინალისთვის “უმაღლესი ფასეულობაა”. სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.