პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გრიგოლ ლილუაშვილი მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა და მეტიც, ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა, თავად ყოფილიყო ამ მოთხოვნათა დაცვის გარანტორი

x

კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ – ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეს არის დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემაა. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ-ერთია კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება. კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ – ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას. მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა და მეტიც, ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა თავად ყოფილიყო ამ მოთხოვნათა დაცვის გარანტორი.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.