პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

x

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, საქართველოს მთავრობა პირველი იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებას დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა ბუნდოვანი იყო – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილის შეფასებით, რუბიოს განცხადება მიუთითებს, რომ უცხოური დახმარების არსებული მოდელი თავად ამერიკული მხარისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა და საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების ცენტრალიზება.

„ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, საქართველოს მთავრობა პირველი იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებას დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა ბუნდოვანი იყო, დღეს კი მარკო რუბიო აცხადებს, რომ საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადაიტანეს, რათა ზუსტად იცოდნენ, სად და როგორ იხარჯება თანხები. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიუთითებდა უცხოური დაფინანსების პრობლემურ ასპექტებზე, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე. ამ განცხადებებს ხშირად პასუხობდნენ ბრალდებებით, თითქოს ეს კრიტიკა დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა აჩენდა კითხვებს როგორც დონორების ზედამხედველობაზე, ისე მიმღები ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები როდესაც გრანტი არა დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არამედ რევოლუციურ სცენარს და აგენტურის ხელფასებს ხმარდებოდა. რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ არსებული მოდელი თავად ამერიკული მხარისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა. პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო. დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია ეკავა, ის სრულიად ემთხვევა, დღეს აშშ-ში არსებულ მიდგომებს, დახმარება/გრანტი უნდა იყოს გამჭვირვალე, მკაფიო მიზნების მქონე და დაცული როგორც პოლიტიკური მანიპულაციებისგან, ისე კერძო ინტერესებისგან.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.