პოლიტიკა

კახა კალაძე: ბაღებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერებზე ჩვენ კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად, თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას

ამ მიმართულებით მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 ათასამდე თანამშრომელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, ძალიან მარტივია. აბსოლუტურად ყველა პირი, ყველა დამნაშავე, აგებს პასუხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძესთან დაკავშირებით, რომელსაც, პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. დედაქალაქის მერის განმარტებით, ჩატარებულ ტენდერებთან მიმართებით, მერიას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, ვინაიდან, ყველაფერი სწორად იმართებოდა, თუმცა, ამის უკან რა ხდებოდა და რა იყო არასწორად, ამის შესახებ მას და მის თანამშრომლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“თუ აქვს დანაშაული ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს უწყებაში მომუშავეს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. რაც შეეხება ჩატარებულ ტენდერებს, რაც იყო ბაღებთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად. თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და რაღაცები არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით. დედაქალაქის მერს, დედაქალაქის მერის მოადგილეს, რომ გაიაზროთ, არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო ქმედებები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რომ გამოევლინა აუდიტის სამსახურს [დარღვევა], რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიეცემოდა ამას შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. გეუბნებით, რომ იმის უკან, თუკი რაიმე არსებობს, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ექნება, თუკი რაიმე არსებობს იმის უკან. პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არის იმისთვის, რომ აწარმოონ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით.” – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.