პოლიტიკა

მედია: საფრანგეთი ვალების ქაოსში იძირება – პარლამენტი ვერ ახერხებს ბიუჯეტის მიღებას, რაზეც მთავრობა საგანგებო ზომებით რეაგირებს

საფრანგეთი ფინანსურ კრიზისშია მაღალი ვალისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული პოლიტიკური ჩიხის გამო: პარლამენტში შეთანხმების არარსებობის მიზეზით, მთავრობა გარდამავალ გადაწყვეტილებას მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ონლაინ-გამოცემა Apollo News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვალებისა და ფისკალური პრობლემების გამო, ქვეყანა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა:

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მომავალი წლის ბიუჯეტის კანონზე, მთავრობამ გარდამავალი ღონისძიება განახორციელა რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გააგრძელოს გადასახადების აკრეფა, სესხების აღება და ძირითადი სამთავრობო ხარჯების დაფარვა.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, როლან ლესკიურმა, ტელეკომპანია BFMTV-სთან საუბარში განმარტა, რომ ეს მხოლოდ „მინიმალური მომსახურებაა“. მიღებული საგანგებო კანონის პირობებში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეუძლებელია – „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო ძვირი დაჯდება.“ ამიტომ, მთავრობა და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეგულარული ბიუჯეტის სწრაფად დამტკიცებას მოითხოვენ.

მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟეონმა, პრეზიდენტის სიტყვები მოიყვანა და აღნიშნა, რომ დროებითი გადაწყვეტა საფრანგეთის სტრუქტურულ ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. იანვრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს საბოლოო ბიუჯეტი, რომლის მიზანიც დეფიციტის ხუთ პროცენტამდე შემცირებაა. მიმდინარე წლისთვის პასუხისმგებელი პირები კვლავ 5,4-პროცენტიან დეფიციტს პროგნოზირებენ. “მაღალი სახელმწიფო ვალის ფონზე საფრანგეთის წინაშე დგას ხარჯების შემცირების გადაუდებელი ამოცანა, რისთვისაც მკაფიოდ განსაზღვრული ბიუჯეტი აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ამ ეტაპზე, ევროკავშირის მეორე უმსხვილეს ეკონომიკას ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი ფინანსური გეგმა, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ხარჯებსა და დაზოგვებს. ეს გაურკვევლობა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ სახელმწიფო ფინანსებს, არამედ იმ ბიზნესებსაც, რომლებიც სტაბილურ გარემო პირობებზე არიან დამოკიდებული.” – წერს გამოცემა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.