პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!

კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სუს-ი ორიენტირებულია სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, რასაც საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს. სამხარაძე ულოცავს მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას უცდის პრემიერ ირაკლი კობახიძეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

“კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის! კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა, ტერორისტული აქტების განეიტრალება!!! მარტო, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღკვეთილი ტერაქტი რად ღირს, ვინ იცის საქართველოს რამდენი მოქალაქე შეეწირებოდა. ის, რომ დღეს უსაფრთხოების სამსახური ორიენტირებულია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, ამას საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს და თავსაც დაცულად გრძნობს! ის, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია და არავის ეპატიება კორუფციული გარიგებებით სახელმწიფოს ავნოს, ესეც ყველამ იცის! ამიტომ, ვულოცავ მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის! მალე გენერლობა მოგველოცოს! დღეს საქართველო უფრო დაცულია და დროა, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის მცველები არიან,”- წერს დიმიტრი სამხარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.