პოლიტიკა

თამარ კეკენაძე – 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს

მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„არ ვიცი, ბაჩო ახალაია იყო თუ არა ოთხი ოქტომბრის აქციის დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს. უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ ოთხ ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ოთხი ოქტომბრის დამხობის პროვოკაციასთან, ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ამ ადამიანებმა საქართველოს დაუკარგეს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლის მომავალი. ოთხი ოქტომბრის ე.წ. პროვოკაციის შედეგად  საქართველოში მოქმედი მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტირებულია და ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად“, – განაცხადა კეკენაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.