პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი: ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს

მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას, – წერს ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ნანა ჟორჟოლიანი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესახებ, რომელიც ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მადლობის გადახდის გამო გააკრიტიკეს.

ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციონერები, პატარა ფეხის გადაბრუნებაზე “სახეს ახევენ” ყველას.

მისივე განცხადებით, ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ბედავს პროტესტის მონაწილეებისკენ ყოფნას, მათ შორისაა თემურ ჭყონია, რომელიც თუ გადაწყვეტს, “ტვ პირველიდან” და “ფორმულადან” გასვლას, დღევანდელი ფინანსური მონაცემებით ორივე არხი დაიხურება.

“თოფურიაზე გაბრაზებული იყო ქოცი. (ოპოზიციის მხარდაჭერის გამო) გამოვიდნენ ირაკლი კობახიძე, კალაძე და ბოლომდე შეიზილეს თბილისში ჩამოსული ჩემპიონი. გაბრაზებული იყვნენ ბუდუზე. ეგეც ბოლომდე შეიზილეს. ქოჩორაზეც, მაგრამ გასახდელში შესულები პირველი მას ესალმებოდნენ. რას ვშვებით ჩვენ? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვახევთ ყველას. ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ბედავს “ჩვენსკენ” იყოს და მათაც არ ვირგებთ. კოკა-კოლა ვერ წყვეტს იმედში ფული ჩაასხას თუ არა. ეს კომპანია ჭყონიას დუქანი არაა. მაგრამ სამაგიეროდ აძლევს ყველა ოპო არხს რომ ფეხზე იდგნენ და ბოლომდე არ ჩაბნელდეს ამ ქვეყანაში. რამდენი ბედავს იგივეს? 4 მსხვილი ბიზნესმენი მახსენდება მხოლოდ. ჩვენ რას ვშვებით? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვაცლით. ეგრე გააგრძელეთ, რამდენი დარჩებით დაგთვლით. მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას. რომ გავიდეს ტვ პირველიდან და ფორმულადან, დღევანდელი ფინანსური მონაცემებით ორივე დაიხურება. ჩემთვის ესაა მთავარი, დანარჩენი ქაოსური ბრაზია, რომელიც მხოლოდ გვაზარალებს.” – წერს ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.