პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო წლებში დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის არაერთი მცდელობა, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, ასეთი სცენარები უკვე რამდენჯერმე სცადეს – ევროკავშირის გადაწყვეტილების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლეს ქართველი საზოგადოების პროტესტის ორგანიზება.

„ როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80–85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”. როდესაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეტყობა იქაც და აქაც მავანნი იმედოვნებდნენ, რომ პროევროპული 85% ქუჩაში გამოვიდოდა და რევოლუციას მოაწყობდა. რამდენიც გამოვიდა ვნახეთ, და შედეგი ისევ “0”. 28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩათვალეს, რომ ამჯერად მაინც გამოვიდოდა ის საკრალური 85% და დაამხობდა ხელისუფლებას, რამდენიც გამოვიდა, რას მიაღწიეს და რამდენი დარჩნენ, ესეც ვნახეთ. შედეგი აქაც “0”. ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაც იგივე მიზანს ისახავს და იგივე ნულოვანი შედეგით დასრულდება.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.