Uncategorized

თენგიზ შარმანაშვილი ბაჩო ახალაიას აღიარებაზე: რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და თავისიანებსაც არ დაინდობენ

ეს ამ ადამიანების ჩვეული სტილია. არ გეგონოთ, რომ მეგობრობა და ძმობა აქვთ ერთმანეთთან, თუნდაც, პოლიტიკური- ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიას აღიარებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფოს დამხობის საქმეში თავად არ მონაწილეობდა.

თენგიზ შარმანაშვილი ურჩევს ყველას, მოემზადონ სასამართლო განხილვებისთვის, ვინაიდან საქმე ძალიან მძიმეა და მარტივად თავს ვერ დააღწევენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი კეთილდღეობისთვის, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. მე ამ საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და მეგონა, რომ რაღაცები მაინც ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ იმის მეათედიც არ მცოდნია, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ამას აგრძელებენ მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. ერთმანეთთან დამოკიდებულებაც ასეთი აქვთ. რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და არც თავისიანებს დაინდობენ. არავის დაინდობენ ამ ქვეყანაზე. ამ მორალის ადამიანებთან გვაქვს საქმე. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, ეს მტკიცებულებები არის ძალიან სერიოზული და მათი პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არაფრად გამოადგებათ. მათ ვურჩევ, სერიოზულად მოემზადონ სასამართლო განხილვისთვის, რადგან იმდენად მძიმე და უტყუარი მასალებია ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენენ“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.