პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქმიანობა, რასაც ხაზარაძე ეწეოდა წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევებთან დაკავშირებით, ეს საგამოძიებო კომისიის მასალებშიც არის. ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე და ეს უნდა დასრულდეს

„ცოტა ხნის წინ საქართველოს უჩივლეს და მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის მოგება უნდოდათ საქართველოსთვის, რათა ეს დაეკლოთ საქართველოს ბიუჯეტისთვის და ჩვენი ხალხისთვის. სამართლებრივად მათ ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში წააგეს და იქით დააკისრა არბიტრაჟმა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულის გადახდა“- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

მისი განცხადებით, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე, რაც უნდა დასრულდეს.

„მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაძარცვონ თავისი ქვეყანა, უკიდურეს მდგომარეობაში ჩააყენონ თავისი მოსახლეობა. ის თავისი საქმიანობა, რასაც ხაზარაძე ეწეოდა წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევებთან დაკავშირებით, ეს საგამოძიებო კომისიის მასალებშიც შეგიძლიათ ნახოთ. ანუ, უნდა დააზარალონ ქვეყანა, უნდა დააზარალონ ხალხი და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამას აკეთებენ. როგორ შეიძლება ურთიერთობები ჩამოყალიბდეს საქართველოში ვერ წარმოუდგენიათ. ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ეს უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ დასრულდება კიდეც“- განაცხადა შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.