პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ფასების ხელოვნური ზრდის საკითხის სიღრმისეული შესწავლა, მაგრამ „ტვ პირველმა“ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს საახალწლოდ ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა. სინამდვილეში, საახალწლო პერიოდში ფასების მცირე მატება ობიექტური, სეზონური ტენდენციაა

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს , რომ „პრემიერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აუცილებელია ფასების ხელოვნური ზრდის საკითხის სიღრმისეული შესწავლა, მაგრამ ოპოზიციურმა მედიამ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს საახალწლოდ ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა.“

დავით ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური კვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სრულიად რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება, თუმცა აუცილებელია საკითხის კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები.

„ ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებში აშკარა ისტერიკაა ატეხილი, პრემიერ-მინისტრმა ფასების შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ კი მანიპულაციურად წარმოაჩინეს, თითქოს ფასები შემცირების ნაცვლად, საახალწლოდ ფასები გაიზარდა. სინამდვილეში, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორც წესი, საახალწლო პერიოდში ფასების ზრდა ობიექტური ტენდენციაა. ამას ემატება ისიც, რომ გლეხებს საკუთარი საფასო პოლიტიკა აქვთ, ისინი მთელი წლის განმავლობაში სწორედ საახალწლო ბაზრისთვის ემზადებიან. ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური მოკვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სავსებით რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება. თუმცა ამისთვის აუცილებელია კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები. ოპოზიციის რეაქციამ აჩვენა, რომ ისინი კიდევ ერთხელ გაემიჯნენ საკუთარ ამომრჩევლებს, დადგნენ მაღალი სასურსათო ფასების მხარეს და სრულად უგულებელყვეს იმ მოქალაქეების რეალური საჭიროებები, რომელთა სახელითაც საუბრობენ.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.