პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ – ეს მოსალოდნელიც იყო

რადიკალები კვლავ ეწევიან დივერსიას ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ფასების რეგულჯრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის რეაცქიის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, ოპიზიცია მთავრობის მეთაურის ინიციატივის შესაფერხებლად, ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან, მათ ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.

“საქართველოს პრემიერმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნისკენაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რათა შესწავლილ იქნას და დარეგულირდეს ფასების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მოსალოდნელიც იყო და რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ და უნდათ, რომ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება და უკეთესობისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ისინი ჩვეულად აკეთებენ ამას ყოველთვის – უნდოდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, თუ რამე შეიძლება თეორიულად მოიფიქრო, რათა მერე ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს არის მათი შემართება და ეს არის წარმოუდგენელი.” – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერმა ფასებთან დაკავშირებით ინიციატივა გამოაცხადა არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ, არჩევნებამდე სამი წლით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. “მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში კი არ გამოაცხადა, სამი წელი არის დარჩენილი შემდეგ არჩევნებამდე. ანუ, ეს რაღაც წინასაარჩევნო ტრიუკი კი არ იყო, არამედ, მიზანმიმართული ნაბიჯებია, რომლებსაც ყოველდღე დგამს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება მას ეს ნაღმები, რომელიც რადიკალებს უნდათ, ჩაალაგონ, რომ ეს საკითხები არ განხორციელდეს, არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ცხოვრებას გააუმჯობესებს. მე ასეთი მტრობა საქართველოს მოსახლეობისა და საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არც გამიგია.” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.