პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი: რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ- ჯარი მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის. იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს

რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. რეჟიმი თავიდანვე დადგა არაპატრიოტულ და ჩმორულ პროპაგანდაზე. “ჩვენ ჯარი არ გვჭირდება”, “ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ”, “აბა ომი გინდა?!”, “რუსის ჯარი ავტობანამდე 3 კილომეტრშია მოსული, რას იჭიმებით”, “პუტინს არ შეაგინო, არ დაგვბომბოს” და ა.შ. – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი.

მამუკაშვილის თქმით, გამართული თავდაცვა ყველაზე კარგი საშუალებაა თავდასხმის ასაცილებლად. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ აქ მილიონამდე კბილებამდე აღჭურვილი ადამიანი დახვდება თუ ჩვენთან შემოჭრას მოინდომებს. მისივე თქმით, “რუსეთმა ახლა იცის, რომ ჩვენ თავდაცვაზე ვხარჯავთ 1%-ს. ეს ომს კი არ აგარიდებს, პირიქით ყველას უბიძგებს რომ აქ შემოიჭრას”.

“ამათაც ჯარი გახადეს უფასო ყარაულების ადგილსამყოფელი და ჩვენც ავყევით, რომ კარგია, თუ ჯარისგან ეს რაღაც ფსევდო რელიგიური ორგანიზაცია გვიხსნის, ეგ ჯარი არააო. კი არ იყო ჯარი, მაგრამ ანტიმილიტარისტული ნარატივები კარგად გავაძლიერეთ. მახსოვს განცხადებები, ჯარი მხოლოდ საკონტრაქტოზე უნდა იყოსო. ასევე, მახსოვს მე ვწერდი, ქალები ჯარში არ უნდა მიდიოდნენ, ბავშვები ვინ უნდა გააჩინოს და გაზარდოს-მეთქი. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ. ჩმორულ პროპაგანდას დავუსხით წყალი. გეტყვით ახლა მე როგორ მგონია, სავალდებულო ჯარი უნდა ჰგავდეს სავალდებულო ჯარს, არანაირი ყარაული, ჯარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას გააკეთებს ომში. მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის. იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს. უნდა გაიზარდოს არტილერისტების, ქვეითების, ტანკისტების, ავიატორების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი სამხედრო ტექნიკა უნდა შევიძინოთ ან დავამზადოთ. STEM მეცნიერება სამხედრო მიმართულებით უნდა განვავითაროთ. სამხედრო სფეროში მშპ-ის 5%-ზე მეტი უნდა დავხარჯოთ. ვისურვებდი 7%-საც. მილიონამდე ადამიანი რეზერვისტად უნდა მოამზადო, ქალიან-კაციანად 45 წლამდე ყველა უნდა მიდიოდეს წელიწადში 2-ჯერ 2 კვირიან წვრთნებზე. მე უნდა ვიცოდე, ომში როგორ უნდა მოვიქცე. ამ ცოდნის საჭიროება განსაკუთრებით ვიგრძენი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ. მე კიდე არ ვიცი ამ საკითხის სიღრმეები, გარკვეული ადამიანები ალბათ უფრო ვრცლად დაწერენ. მოკლედ, ეს იმიტომ უნდა ვქნათ, რომ გამართული თავდაცვა ყველაზე კარგი საშუალებაა თავდასხმის ასაცილებლად. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ აქ მილიონამდე კბილებამდე აღჭურვილი ადამიანი დახვდება თუ ჩვენთან შემოჭრას მოინდომებს. რუსეთმა ახლა იცის, რომ ჩვენ თავდაცვაზე ვხარჯავთ 1%-ს. მაგარია, ქოცებმა დიდი საქმე გაგვიკეთეს. ეს ომს კი არ აგარიდებს, პირიქით ყველას უბიძგებს რომ აქ შემოიჭრას”- წერს მამუკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.